“თუ საყოველთაო გაფიცვა არ იქნება არაფერი არ გამოვა“- გიორგი უშიკიშვილი

მომღერალი, გიორგი უშიკიშვილი, აცხადებს რომ მხოლოდ მომღერლებისა და მსახიობების გაფიცვით არაფერი გამოვა და საყოველთაო გაფიცვა აუცილებელია.

“ძალიან სასიამოვნოა, რომ მომღერლები და მსახიობები გაიფიცნენ, მაგრამ აქ გამოსავალი არის ერთი რაღაც, ჩემი აზრით, რამდენ ხანს უნდა გაიფიცონ მარტო მომღერლები და მსახიობები? თუ საყოველთაო გაფიცვა იქნება 2-3 დღეში ყველაფერი დამთავრდება.

თუ საყოველთაო გაფიცვა არ იქნება არაფერი არ გამოვა.

რამდენ ხანს უნდა გავიფიცოთ? ყველას ვალდებულებები აქვს, შვილები ჰყავთ და ა.შ. სხვამ იმუშაოს და ჩვენ გავიფიცოთ?“ – აღნიშნავს უშიკიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად