თუ სანქციები იქნება, დამიჯერეთ, პარტიაში ოფიციალური თანამდებობა მას ვერ დაიცავს | კუბილიუსი ივანიშვილზე

“ბიძინა ყოველთვის იყო არაფორმალური მმართველი. სწორედ ის მართავდა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ქართული ოცნება იღებდა. ამ მხრივ არაფერი იცვლება. მთავარი კითხვა – რატომ ახლა. ჩემი დასკვნაა, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდება მმართველ გუნდში. სწორედ ამიტომაც, პარტიის ბოსი, რომელიც ჩრდილში იდგა, ახლა გამოვიდა და თქვა – მე ვიღებ ყველანაირ პასუხისმგებლობას. მოდის და როგორც ჩანს, გრძნობს, რომ ქართული ოცნებისათვის არჩევნები არ იქნება ისეთი წარმატებული როგორიც მას სურს. საინტერესო ისაა, რომ ივანიშვილი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ევროკომისია საქართველოსაგან დეოლიგარქიზაციას ითხოვს და ამ ფონზე, ივანიშვილის ეს ნაბიჯი ამ რეკომენდაციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია. რაც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე, რეფორმებზე რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. თუ სანქციები იქნება, დამიჯერეთ, პარტიაში ოფიციალური თანამდებობა მას სანქციებისგან ვერ დაიცავს. მეტიც, ამერიკაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ბევრი დაინახავს, რომ ის აღარ მალავს საკუთარ ოლიგარქიულ მისწრაფებებს, სახელმწიფოს მიტაცების მცდელობებს და მიტომ ის უნდა შეჩერდეს სანქციით”