თუ სანქციების გამო რომელიმე მოხელეს შეექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აანაზღაურებს –

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო აანაზღაურებს „ფინანსურ დანაკლისს“, რომელიც საქართველოს იმ მაღალჩინოსნებს შეიძლება მიადგეთ, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის გამო საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდნენ.
„თუკი რომელიმე მოხელეს შეექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აანაზღაურებს“, – განაცხადა ირაკლი მ 20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, მთავრობის კანცელარიაში.
მან ასევე თქვა, რომ ს ინაუგურაციის შემდეგ, ხელისუფლება გეგმავს, „ღირსების ორდენზე წარვადგინოთ“ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და -ის კიდევ 10 მაღალჩინოსანი, – მათ შორის სანქცირებული პირები.
რამდენიმე საათით ადრე გომელაური ვიცე-პრემიერად დაინიშნა ირაკლი კობახიძის ბრძანებით. ეს გადაწყვეტილება პრემიერმა გომელაურის სანქცირების შემდეგ მიიღო.
გუშინ, 19 დეკემბერს, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ -მა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას„) მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. ორივე მათგანი გლობალურ “მაგნიტსკის სიაში” შეიყვანეს, როგორც მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციონერებისა და მომიტინგეების სასტიკი დარბევის გამო პასუხისმგებელი პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი