,, თუ საკუთარი ხალხის მკვლელობას გააგრძელებთ, ტრამპი თქვენ მოგკლავთ” – სენატორი გრემი

რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა FoxNews-ის ეთერში განაცხადა:
,,აიათოლებს მინდა ვუთხრა: უნდა გაიგოთ, თუ გააგრძელებთ საკუთარი ხალხის მკვლელობას, რომლებიც უკეთეს ცხოვრებას ითხოვენ, თქვენ მოგკლავთ. ირანში ცვლილებები მოდის. ეს იქნება ყველაზე დიდი ცვლილება ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში – ამ ნაცისტური რეჟიმისგან გათავისუფლება. ირანელო ხალხო, დახმარება გზაშია.”