“თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა” – პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

“პარი სენ ჟერმენმა” მატვეი საფონოვს შეატყობინა, რომ მომდევნო სეზონში გუნდის პირველი მეკარე ვერ იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას Sport 24 ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რუსმა მეკარემ სათამაშო დროის მიღება მოითხოვა, სანაცვლოდ კი პსჟ-მ სხვა გუნდში იჯარით წასვლა ან სრულფასოვანი ტრანსფერი შესთავაზა, ასევე პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლუის კამპოსმა საფონოვს განუცხადა, რომ თუ კლუბში დარჩება, მხოლოდ მეორე მეკარეობისთვის იბრძოლებს.
საფონოვის დამატებით რამდენიმე ფრანგული კლუბი და “გალათასარაი” ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, საფონოვი პსჟ-ს 2024 წლის ზაფხულს, “კრასნოდარიდან”, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მატვეიმ პარიზული გუნდის მაისურით ჯამში 17 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა. რუსმა მეკარემ ამ პერიოდის განმავლობაში 4 ტიტული, მათ შორის ლიგა 1 და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა – არეულობა “ბეტისისა” და “კომოს” ამხანაგურ მატჩში
“იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?” – საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა
“ფეხბურთელები ველურები არ ვართ” – მბაპემ ჰაკიმი დაიცვა
სრული გაურკვევლობა პსჟ-ში – დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ
სიომინი: კვარაცხელია “ოქროს ბურთის” პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას “ბარსელონაზე” უკეთესია, საფონოვი…
ლუის ენრიკემ პსჟ-იდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
“გუნდში რუსი არ დამახვედროთ” – უკრაინელი ფეხბურთელის ულტიმატუმი პსჟ-ს
პსჟ-ს დონარუმას გაყიდვა სურს – ფასი ცნობილია
ზაბარნისთან ერთად გუნდში ვერ იქნება – პსჟ-მა საფონოვის გაყიდვაზე მუშაობა დაიწყო
[PHOTOS] მილიარდერი შეყვარებული ჰყავს – ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელის ლის მეგობარი გოგონა