თუ რა დასრულდა და ვინ დასრულდა 4 ოქტომბერს, ეს პირდაპირ ეთერში ვიხილეთ. ეს არის ექსტრემისტთა ჯგუფი, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის შიდა აგენტურა

„თუ რა დასრულდა და ვინ დასრულდა 4 ოქტომბერს, ეს პირდაპირ ეთერში ვიხილეთ. ეს არის ექსტრემისტთა ჯგუფი, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის შიდა აგენტურა“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა, გაიმარჯვა საქართველომ.
„თუ რა დასრულდა და ვინ დასრულდა 4 ოქტომბერს, ეს პირდაპირ ეთერში ვიხილეთ. ეს არის ექსტრემისტთა ჯგუფი, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის შიდა აგენტურა. გარე, ძალიან ცნობილი უკვე ჩვენი საზოგადოებისთვის აგენტურის დასაყრდნობი. ახლა უკვე პაატა ბურჭულაძის მეთაურობით და იმ რამდენიმე ორგანიზატორის, რომლებიც დღეს იმყოფებიან იქ, სადაც საჭიროა.
ვხედავთ, სულ რამდენიმე წუთის წინ იყო ბრიფინგი. კიდევ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ პირთა წრე იზრდება. როგორც დავპირდით მათ, იმ დაანონსებულ დამხობას ქვეყნის, დაანონსებულ დესტრუქციას ვუპასუხებდით ძალიან მკაცრად. ასეც მოხდა და ასეც გაგრძელდება. ამას ვხედავთ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში იმიტომ, რომ შესაბამისი უწყებები ამ ყველაფერზე მუშაობენ.
რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა, გაიმარჯვა საქართველომ. გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. მე მითქვამს, რომ ყველა ტრიბუნას, ყველა საშუალებას გამოვიყენებ, რათა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა მადლობა.
მადლობა იმ დაფიქრებული, დინჯი გადაწყვეტილებებისთვის, არა მხოლოდ 4 ოქტომბერზე, ადგილობრივ არჩევნებზე მაქვს საუბარი, არამედ რომელმა გადაწყვეტილებებმაც გამოიწვია, რომ მეათედ და საიუბილეოდ საზოგადოებამ ჩვენ გადმოგვცა მანდატი. საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა, საზოგადოებამ აირჩია სტაბილურობა, საზოგადოებამ აირჩია საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის ძალიან მკაფიოდ და მკაცრად დაცვა.
ვხედავთ მეორე მხარეს, თუ რა გზას ირჩევდნენ, რას გვიანონსებდნენ და რეალურად, კიდევ ერთხელ, უკვე მეხუთე მცდელობა იყო გადატრიალების, ეს იყო აღმოფხვრილი”, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ესენი ხომ თავის თავზე არ არიან დამოკიდებულები. ეტყვიან შედი-შევლენ, ეტყვიან გაიყავით-გაიყოფიან, ეტყვიან ეჩხუბეთ ერთმანეთს- იჩხუბებენ, ეტყვიან შენ უნდა მოგიხდეს ეს ფერი-შენ ეს. ამას ხომ ყურმოჭრილად აკეთებენ

როგორც კი ძალადობრივი სცენარი მარცხით სრულდება, პარტიული ხელმძღვანელობა დისტანცირდება უშუალო მონაწილეებისგან, ხოლო მათთან ლოიალური მედია ქმნის ალიბს, რათა შეინარჩუნონ ლიდერების ნაწილი მაინც და თავიდან აიცილონ მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა