რუსეთისთვის გადაცემული დაზვერვის სიები – გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის, ბრალდებებზე “ქართული ოცნება” ამბობს, რომ არადამაჯერებელია. კალანდაძის მიერ “მთავარი არხის” ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია დღეს სასამართლო სხდომაზე მესამე პრეზიდენტმა დაადასტურა.
“გიგი კალანდაძე, მას შემდეგ, რეებიც მან აკეთა, როცა ის იყო ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე და რა შედეგებიც აჩვენა, მათ შორის, თავისი გადაწყვეტილებებით, აი, ესეთი ბრალდებების თქმას, ჯობია პასუხი გასცეს იმაზე, რაც თვითონ აკეთა. და ეხლა, კონკრეტული დანაშაულია ვინმეს მხრიდან, არ ვიცი. ფარული თანამშრომლობის გაჟღერება სპეცსამსახურის თანამშრომლების. თუ რამე ესეთი იცის, მოვიდეს და დააყენოს საკითხი. თვითონ გაქცეულია სადღაც, იმალება და სხვებისკენ ხელს იშვერს. აგვისტოს ომში რა აკეთა და რა აგენტობებზეა ლაპარაკი, მოდი, ეხლა იქით შევტრიალდეთ და იმის გამოძიება დავიწყოთ”, – თქვა დავითულიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი (დაჩი) ბერაია კი აღნიშნავს, რომ სერიოზულ ბრალდებებს სერიოზული მტკიცებულებები სჭირდება.
ხელისუფლების ოპონენტები კი საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. “ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ რუსული სპეცსამსახურების ინფილტრაცია რომ მაღალია, ეს ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩანს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ФСБ-ს აგენტი გვყავდა გენერალურ პროკურორად.