თუ რამე გაკეთდა ადიგენში, მინიმუმ ორჯერ მეტი გაკეთდება, ვიდრე გაკეთდა გასული ოთხი წლის მანძილზე – ადიგენის მერობის კანდიდატი გოჩა ქიმაძე

„ამაყი ვარ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მე შევძელი წინა ოთხ წელიწადში მეკეთებინა ის, რაც ჩვენს ხალხს და ჩვენს მუნიციპალიტეტს სჭირდებოდა. რაც მთავარი იყო, როგორც ჩანს, ხალხის ნდობა შევიძინე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ეს კიდევ ნიშნავს იმას, რომ თუ რამე გაკეთდა ადიგენში, მინიმუმ ორჯერ მეტი გაკეთდება, ვიდრე გაკეთდა გასული ოთხი წლის მანძილზე“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ადიგენის მერობის კანდიდატმა გოჩა ქიმაძემ განაცხადა. გოჩა ქიმაძემ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის, გამოყო თამარ მეფის ქუჩაზე საგამოფენო სივრცე და ტურისტული ცენტრი, სადაც სხვადასხვა აქტივობები იმართება.
გოჩა ქიმაძის თქმით, რაიონისთვის ამჟამად მთავარი გამოწვევა კულტურის სახლის მშენებლობაა, რომლის დასაწყებად განკარგულების გამოცემას ელოდებიან. „აქ ერთი უბრალო, ჩვეულებრივი ფერდი იყო და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა გადასახედი, სადაც ტურისტები მივიდოდნენ, შეიკრიბებოდნენ. ამ ოთხი წლის განმავლობაში რა აქტივობებიც გვქონდა, ერთ-ერთ იდეად, რომელიც ჩემი იდეა და პროეტქი იყო, შემიძლია ამით ვიამაყო.
ამ ოთხი წლის მანძილზე დაახლოებით 40 მილიონზე მეტი არის დახარჯული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. თითქმის აღარ დაგვრჩა სოფელი, სადაც ამ მხრივ გამოწვევა გვაქვს. რაც შეეხება გაზიფიცირებას, 14 სოფელი გვაქვს დარჩენილი, სადაც გაზი არ არის შეყვანილი. ამ 14 სოფლიდან, ორში უკვე მშენებლობა მიმდინარეობს. ჩვენი რაიონისთვის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ კულტურის სახლი არ აქვს რაიონს. პროექტი გამზადებულია, გადაწყვეტილებაც მიღებულია. ახლა დასაწყებად ველოდებით განკარგულების გამოცემას. იქნება მულტიფუნქციური, იქნება სპორტული დარბაზი, საცურაო აუზი, იქნება რამდენიმე დარბაზი, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები გატარდება“- განაცხადა გოჩა ქიმაძემ.
Previous: “ნაცებს”, ათასი ჯურის ფსევდო-ლიბერალებს რომ კითხო, “დიფ სთეითი” არ არსებობს, ტულსი გაბარდი და კაშ პატელი იგონებენ თურმე

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს