“თუ რამეში ვართ მართლა მაგრები, ონლაინ სიგიჟეებში!” – ნიკა ქავთარაძე

შოუმენი ნიკა ქავთარაძე:
რთულია, გაუძლო ვნებას და მეც ვერ ვახერხებ, თუმცა ვფიქრობ, რომ
კობახიძის, ივანიშვილის და სხვა ძალაუფლების მქონე ქოცების ტექსტების შიდა მოხმარება უნდა დავიკიდოთ. მედიამ, NGO-ებმა, ოპო პოლიტიკოსებმა და ნებისმიერმა გონიერმა მოქალაქემ უნდა აგზავნოს დასავლეთში – EU და აშშ-ი, უნდა უწერონ დასავლელ პოლიტიკოსებს კომენტარებად X-ზე.
მესმის, რომ ამას ვიღაცები აკეთებენ, მაგრამ საჭიროა ისეთი კონსოლიდაცია, როგორც NBAVote-ს დროს.
ათასობით და ათიათასობით ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება და ორგანიზებაც ბევრად მარტივია, ვიდრე ნებისმიერი ასიათასიანი აქციის.
დილა უნდა იწყებოდეს ამით, ყოველი დილა.
ასე მივიპყრობთ არა მხოლოდ გულშემატკივარი პოლიტიკოსების და ორგანიზაციების ყურადღებას, არამედ, ახლებსაც გავიჩენთ და საერთაშორისო დღის წესრიგის ნაწილად ვაქცევთ ამ ბოროტებასთან ბრძოლას!
თუ რამეში ვართ მართლა მაგრები, ონლაინ სიგიჟეებში!

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია