“თუ რაიმე დასჭირდება, მე ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც იქნება მის გვერდით” – რას აცხადებს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე?

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა, ტელეკომპანია “პირველზე”, გადაცემა “შუადღეში”, ნიკოლოზის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მას ყოველთვის დაეხმარება.
“რეალურად ეს ადამიანი მე დღემდე მემტერება, მაგრამ მე ვაპატიე ეს ყველაფერი და ჩავკეტე სკივრში. ოდესმე, რამე დასჭირდეს და გაუჭირდეს, მე ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც იქნება მის გვერდით. როცა ჩვენ ერთად ვიყავით, ის იყო ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი და სწორედ იმ ეტაპს ვცემ პატივს”, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი.