თუ რადიკალიზაციაზე უარს იტყვიან, მზად ვართ, მათთან ერთად ვიმუშაოთ კონკრეტულ საკითხებზე – ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მზადაა, ოპოზიციასთან ერთად, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებაზე იმუშაოს. ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ ამისთვის ოპოზიციამ რადიკალიზაციაზე უარი უნდა თქვას.
“თავის დროზე, სამუშაო ჯგუფები სწორედ იმ მიზნით შევქმენით, რომ ერთობლივად, საქმიანად გვემუშავა. ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ კეთილი ენება და მიეღო მონაწილეობა საქმიან ფორმატში. მაშინ ეს ქილიკის საგნად გახადეს. აღმოჩნდა, რომ ისინი არ იყვნენ მართლები და შედეგი ამ სამუშაო ჯგუფებმა დადეს. ჩვენ დღესაც მზად ვართ, რომ, თუკი რადიკალიზაციაზე უარს იტყვის ეს ხალხი, და საქმიანად მუშაობა სურს, მათთან ერთად, საქმიანი ფორმატები შევქმნათ და ერთობლივად ვიმუშაოთ კონკრეტულ საკითხებზე,” – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს “ლელო”, გადააბარეს “ალტ ინფოს” და “პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული “ენჯეოებიც” – ძალიან მარტივად იკითხება ხელწერა და კოორდინაცია

იმდენად გაცვითეს შანტაჟის ყველა ინსტრუმენტი, რომ ამ ინსტრუმენტსაც, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, არ აქვს შანტაჟის არავითარი ძალა, საზოგადოება ძალიან საღად აზროვნებს და პრაგმატულად უდგება ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც უსამართლოდ იღებს ევროპული ბიუროკრატია

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები