თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულდება, თუ შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა აღარ იქნება – ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი

თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულდება. თუ შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა აღარ იქნება – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა. ალექსანდერ შალენბერგმა აღნიშნა, რომ ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ახლა რუსეთი წარმოადგენს და ომის დასრულება ვლადიმერ პუტინის გადასაწყვეტია.
“მშვიდობა ყველას სურს. თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ ომი დასრულდება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა აღარ იქნება და მაშინ შეიძლება სლოვაკეთს ახალი მეზობელი გაუჩნდეს. ომი 600 დღეზე მეტია გრძელდება და არანაირი შედეგი არ ჩანს.ფრონტზე არსებული ჩიხიდან გამოსვლისთვის, საჭიროა ცეცხლი შეწყდეს. ახლა ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ომის დასრულება კი ვლადიმერ პუტინის გადასაწყვეტია,” – განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე