თუ პუტინი უკრაინაში მოიგებს, არ გაჩერდება, საქართველოს მოისურვებს – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა Daily Mail-ში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ს მკვლელობის მცდელობასა და ში მიმდინარე ომზე საუბრობს. ბორის ჯონსონის თქმით, თუ უკრაინაში პუტინი არ დამარცხდება, ის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ს მთელ “ახლო საზღვარგარეთს”, მათ შორის ბალტიისპირეთს მოისურვებს.
“შეხედეთ რუკას, მოუსმინეთ ზოგიერთ შემზარავ რამეს, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ახლა ამბობს – პოლონეთის ისტორიისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზების მისეულ თავდაყირა გაგებას. პუტინმა ნათელყო, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას – მისი სიტყვებით რომ ვთქვათ – „მე-20 საუკუნის უდიდეს კატასტროფად“ მოიაზრებს და მისი ხელახლა აშენება უნდა. ის არა მხოლოდ საქართველოს მოისურვებს, არამედ მთელ რუსულ „ახლო საზღვარგარეთს“. მან უკვე დაიწყო ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ მოპყრობის ჰიტლერისეული დაგმობა. როგორ დასრულდება ეს?” – წერს ბორის ჯონსონი.
ჯონსონი წერს, რომ მსოფლიო ამჟამად გზაჯვარედინზეა და მის წინაშეა კონფლიქტის მრავალი კერა და უფრო მეტის გაჩაღების პოტენციალი ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ან თუნდაც ევროპაში.
ამას გარდა, ბორის ჯონსონი თავის წერილში საუბრობს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე. მისი სიტყვებით, ტრამპმა ამ კრიტიკულ მომენტში გამოავლინა სიმამაცე და არა მხოლოდ თეატრალური ინსტინქტები, როდესაც დაცვის წევრებს ეწინააღმდეგებოდა და სიტუაციაზე კონტროლის დამყარება შეძლო.
“მან იცოდა, იყო ერთი რამ, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისი სცენიდან გაყვანა და ეს იყო ამერიკისთვის იმის ჩვენება, რომ მკვლელის ტყვიამ ის ვერ დაამარცხა, ვერც ფიზიკურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ამით ტრამპი ამერიკასა და მსოფლიოს ეუბნება: მე ქედს არ მოვიდრეკ, არ დავმარცხდები. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ამერიკელებს ეუბნება – თუ მე თქვენი ლიდერი ვიქნები, თქვენ არ მოიდრეკთ ქედს, თქვენ ვერ დამარცხდებით. ამიტომ ააღელვა ამ ჟესტმა მისი თაყვანისმცემლების და, იქნებ, სხვების გულებიც” – წერს ჯონსონი.
ჯონსონი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს და განსაკუთრებით თეთრ სახლს ახლა ტრამპის მიერ გამოვლენილი სიმამაცე და ქედმოუხრელობა სჭირდება. მისი სიტყვებით, რესპუბლიკელებს რაც არ უნდა ჰქონდეთ აქამდე ნათქვამი უკრაინაზე, ტრამპი აღიქვამს რეალობას, რომ უკრაინის დამარცხება ამერიკის დიდი მარცხი იქნება. ჯონსონის თქმით, პუტინის გამარჯვებას კატასტროფის ეფექტი ექნება ევროპაზე და ის, ცხადია, არ გაჩერდება.
“მე მჯერა, რომ დაუმორჩილებელი სულისკვეთება არის სწორედ ის, რაც მსოფლიოს ახლა სჭირდება და ზუსტად ის, რაც საჭიროა თეთრ სახლში. […] ტრამპს შეუძლია უბრალოდ ის გააკეთოს, რაც ბუნებრივად გამოსდის – ბიუროკრატიული შეფერხებები შეაჩეროს, უკრაინელებს მისცეს ნებართვები, რომლებიც სჭირდებათ და მაშინ, როცა პუტინი კვლავ უკან დაიხევდა, გარიგების შეთავაზება შეეძლება” – წერს ჯონსონი.
ბორის ჯონსონი ასევე წერს, რომ უკრაინის ჯარი ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ეფექტური ანტირუსული ძალაა და ომის შემდეგ ამ რესურსის გამოყენება სხვა ევროპულ ძალებთან ერთად ევროპის უსაფრთხოებაში შეიძლება, რაც -ს ჩართულობას და მათი გაღებული რესურსის მასშტაბს შეამცირებს ევროპის კონტინენტზე. რაც შეეხება, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი აღნიშნავს, რომ პუტინს ომის დასრულებისთვის სჭირდება იმის მტკიცების შესაძლებლობა, რომ ეს ომი რუსეთისთვის წარმატებული იყო.
წერილის დასასრულს ჯონსონი წერს, რომ ყველა ამ სასურველი სცენარის მისაღწევად პირველ რიგში დასავლეთის გაძლიერებაა საჭირო, რასაც, მისი აზრით, აშშ რამპის მმართველობით უფრო ეფექტურად მიაღწევს. ჯონსონის აზრით, ტრამპი რომ თეთრ სახლში ყოფილიყო, პუტინი არ იქნებოდა ისეთი თავზეხელაღებული, რომ უკრაინაში შეჭრილიყო.