თუ პუტინი ში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება –

თუ პუტინი ში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ს პრეზიდენტი სხვა „ბოროტ აქტორებსაც“ წაახალისებს.
“მე პალატიდან მივიღე მესიჯი, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს ვიქნებით. თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება და სხვა ბოროტი აქტორების წახალისება მოხდება. სწორედ ამიტომ, უკრაინის უსაფრთხოება ჩვენს უსაფრთხოებას ნიშნავს. რაც შეეხება, დაძაბულობას წითელ ზღვაში – თავდასხმა ჰუსიტებზე, ეს იყო თავდაცვის აქტი, 19 ნოემბრიდან მოყოლებული ისინი უკანონო თავდასხმებს ახორციელებდნენ ამერიკულ და ბრიტანულ კომერციულ გემებზე.
ათწლეულების განმავლობაში, ეს იყო ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ბრიტანეთის საზღვაო ფლოტზე, სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიმოქმედეთ, თავდაცვის მიზნით გაეროს წესდების შესაბამისად. ეს არ იყო კავშირში ღაზის ომთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ პალესტინელებს და დავაჩქაროთ ომის დასრულება,” – აცხადებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი .

ასევე დაგაინტერესებთ

წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის ინიციატივა, არამედ საკანონმდებლო პაკეტიც, რომლის ფარგლებში მკაცრდება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შესაძლოა არასრულწლოვანები საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს

იქნებ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ნაკვეთები დაარეგისტრიროს ისე, რომ მისასვლელი გზა დაუტოვონ მის მესაკუთრეს, რადგან ძალიან ბევრი პრობლემური შემთხვევაა ამასთან დაკავშირებით