თუ პუტინის აქ არ შევაჩერებთ, ის მეტისთვის დაბრუნდება | ქემერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი ამბობს, რომ მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა, საჭიროა უკრაინის წინააღმდეგ ს ომზე ფოკუსირება.
მისი თქმით, ს ომი უკრაინის წინააღმდეგ არის “ჩვენი თაობის ბრძოლა”, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას მთელ კონტინენტზე.
“ჩვენ ვიცით პუტინის შემთხვევაში, თუ მას აქ არ შევაჩერებთ, ის დაბრუნდება მეტისთვის და გვერდით ამერიკის მტრები გაიხარებენ”, – თქვა ქემერონმა Sky News-თან.
ქემერონი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აშშ განიხილება, როგორც “ნაკლებად სანდო” მოკავშირე, თუ კონგრესი არ დაუჭერს მხარს მრავალმილიარდიანი უსაფრთხოების პაკეტის წინსვლას, რომელიც მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას.