თუ “ოცნება” კანონს დაამტკიცებს, მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, რომ ესტონეთმა ხმა მისცეს საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას – ესტონეთის ელჩი

თუ “ოცნება” კანონს დაამტკიცებს, მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, რომ ესტონეთმა ხმა მისცეს საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას – ს ელჩი
“თუ “ოცნება” კანონს დაამტკიცებს, მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, რომ ესტონეთმა საქართველოს ხმა მისცეს, რათა ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას,” – ამის შესახებ “პირველებთან” ესტონეთის ელჩი საქართველოში, რინა კალიურანდი საუბრობს.
გერმანიის ელჩის შემდეგ, ესტონეთის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში დეკემბერში ესტონეთი ხმას არ მისცემს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები გახსნას.
თუ “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და კანონს დაამტკიცებს, მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, რომ ესტონეთმა საქართველოს ხმა მისცეს, რათა ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას. მთავრობამ ძალიან მკაფიო მესიჯი მიიღო, რომ ამას მოჰყვებოდა შედეგები. ეს საქართველოს დააყოვნებს, როცა საქმე მიდგება ევროკავშირში ინტეგრაციას. მიზეზი ამ კანონის დასამტკიცებლად არ აქვთ. როგორც უნდა იყვნენ დასავლელი პარტნიორები საფრთხე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ხმა, ეს არის ძალიან ძლიერი ხმა, რომელიც ყველაფერს ბალანსებს,” – ამბობს კალიურანდი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში