„თუ ნათია თურნავა სანქციების ობიექტი გახდება, ის ეროვნულ ბანკს უნდა ჩამოშორდეს“ – რამაზ გერლიანი

გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, ს გაყალბებისა“ და „ჩინეთის, სა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.
ამავე წერილში ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსექტორში მყოფი 25 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, – რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
სიაში ეკონომიკის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელია, მათ შორის ნათია თურნავა – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.
„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დამფუძნებელი რამაზ გერლიანი მიიჩნევს, რომ ნათია თურნავამ არა მხოლოდ დასანქცირებულთა სიაში მოხვედრის შემდეგ უნდა დატოვოს თანამდებობა, არამედ მაშინაც, თუ ამერიკის შეერთებული შტატები მისი საქმის განხილვას დაიწყებს.
„თუ ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა დასანქცირდება, რა საკვირველია საქმიანობას უნდა ჩამოშორდეს. ის მოვალეობის შემსრულებელია და არა სრულყოფილი ვადით არჩეული პრეზიდენტი, შესაბამისად, ეს ყველაფერი პროცედურულად კიდევ უფრო გამარტივდება. თურნავა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის პროცესს იმიტომ უნდა ჩამოშორდეს, რომ სანქცირებული მმართველი მარეგულირებელი და საბანკო სექტორის რეპუტაციისთვის საფრთხის შემცველია. განსხვავებულ რეალობაში საქმე წმინდა ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა. სანქციები ძირითადად ფინანსურ სექტორს ეხება, რომელიც საბანკო სექტორთან პირდაპირაა დაკავშირებული, ალოგიკურია, იყო იმ სისტემის მმართველი, რომელმაც უნდა აამოქმედოს ვალდებულებებში ჩადებული სანქციები თუ გარკვეული პაკეტები და ამ დროს თავად იყო სანქცირებული.
ის აღარ უნდა წარმოადგენდეს ეროვნულ ბანკს, თუ რა საკვირველია, სანქციების ობიექტი მართლაც გახდება. არა მხოლოდ სანქცირების, არამედ დასანქცირების პროცესშიც კი, დროებით თანამდებობას უნდა ჩამოშორდეს- განვმარტავ, იმ შემთხვევაში, თუ სიაში მოხვედრილ პირთა საქმეების განხილვა დაიწყება“,- აღნიშნა ეკონომისტმა „კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ