საქართელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე მივიდა, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, “ოცნების” ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობს.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც ვულოცავ მე სრულიად საქართველოს, აქ მდგომ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყვნენ, რა მხარეს არ უნდა იდგნენ სხვა პოლიტიკურ საკითხებზე. ვულოცავ რეგიონებში მყოფ ადამიანებს, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენ მოქალაქეებს, რომელსაც ასევე უხარიათ დღევანდელი დღე. ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა [ინტერპრესნიუსი]
ტრიბუნიდან მიმართვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილი განაცხადა: “თუ მომცემენ ძალიან კარგი, თუ არ მომცემენ კარგი”.
“ოცნების” ლიდერებმა დღეს უკვე თქვეს, რომ სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლის უფლებას არ მისცემენ:
· გამომსვლელთა სიაში არაა, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, არ ვიცი | მდინარაძე ზურაბიშვილზე;
· არაფერი ესაქმება საზეიმო სცენაზე | კობახიძე პრეზიდენტზე