აშშ დარჩება ალიანსში, თუ მას სამართლიანად მოექცევიან, მოკავშირეები საკმარის ინვესტიციას თუ არ განახორციელებენ თავდაცვაში, აშშ ნატო-ს დატოვებას განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ისინი თუ გადაიხდიან გადასახადებს და სამართლიანად მოგვექცევიან, მაშინ პასუხი არის, რომ მე აბსოლუტურად დავრჩები ნატო-ში“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, შეამციროს ამერიკის მხრიდან კიევისთვის დახმარება.
