თუ მმართველი პარტიის სურვილი იქნება, რომ ფარსი პროცესი შექმნას, ეს ძალიან დააზიანებს ქვეყანას – ანა ნაცვლიშვილი 9 რეკომენდაციის შესრულების გეგმაზე

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპასთან ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. როგორ აპირებს საქართველო ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებას – კონკრეტული სამოქმედო გეგმა სხდომის დასრულების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი.
ოპოზიციის ნაწილი პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა გარკვეული დათქმებით, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ აქცენტი 9 რეკომენდაციიდან ერთზე – ს დემოკრატიულად ჩატარებაზე უნდა გაკეთდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დანარჩენ პუნქტებზე საუბარი.
“ლელო” მზად იყო და მზად არის, თუ არის მოსმენის სურვილი, ჩვენ არაერთხელ წარვადგინეთ, დავარეგისტრირეთ, მზად არის კანონპროექტები. თუ მმართველი პარტიის სურვილი იქნება, რომ ფარსი პროცესი შექმნას მხოლოდ, რა თმა უნდა, ეს ძალიან დააზიანებს ქვეყანას”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის ს თმით, თუ მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, 9 დათქმის შესრულება შესაძლებელია.
“ჩვენ თავს სადაც ვხედავთ, ეს უკვე დავაფიქსირეთ. ჩვენ თავს ვხედავთ სამუშაო ფორმატებში იმისათვის, რომ ეს 9 დათქმა შესრულდეს. აბსოლუტურად შესრულებადია ეს 9 დათქმა თუ პირველ რიგში, ამის პოლიტიკური ნება “ოცნების” მხრიდან იქნება. ამიტომ, ჯერ უნდა ვნახოთ რა პოლიტიკური ნება არსებობს და ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, ეს ფაქტი და მოცემულობაა, ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები

წინასწარ იყო დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმაციის ყალბი კამპანია და ოპოზიცია დღემდე არის ამ ჩაკეტილ წრეში ჩარჩენილი, თუ დააღწევენ თავს ამ ჩაკეტილ წრეს, უკეთესია ოპოზიციისთვის, თუმცა, მგონია, რომ ამ წრეში დარჩებიან

ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას თვითმმართველობის არჩევნებზე