თუ მიხვედი მოშიმშილესთან და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი მხარს უჭერ იმას, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი

თუ მიხვედი მოშიმშილესთან და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი მხარს უჭერ იმას, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი
გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩის მიერ პარლამენტთან მოშიმშილეების მონახულებას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებას იზიარებს.
„არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური რევერანსის გაკეთება, თუნდაც, აი, ასე მისვლა მოშიმშილესთან, რომელიც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირებს. მაგრამ თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი მხარს უჭერ იმას, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი. რასაკვირველია, აქ ერთადერთი შეფასება, პოლიტიკურის გარდა, შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რაც შალვა პაპუაშვილმა თქვა“, – მიიჩნევს ვოლსკი.
Previous: საერთაშორისო სამართალი პრაქტიკულად აღარ არსებობს – მნიშვნელოვანია გადავიაზროთ, რა იყო ის პრობლემები, რამაც ეს მოიტანა და რა შეიძლება გავაკეთოთ შემდგომში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში