“თუ კომერციული ბანკი ის უცხოურ ვალუტას, მისი 25 პროცენტი ეროვნულ ბანკში უნდა გაყინოს” – გოცირიძე

პოლიტიკოსი, :
ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 20 პროცენტიდან 25 პროცენტამდე გაუზარდა.
მარტივად რომ ავხსნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კომერციული ბანკი ის უცხოურ ვალუტას, მისი 25 პროცენტი ეროვნულ ბანკში უნდა გაყინოს, მას სესხად ვერ გასცემს. ამ გაყინული ფულის “შოვნაში” ბანკი პროცენტებს იხდის. ეს მისთვის ხარჯია. ამ ზიანის კომპენსირებას იგი გაუყინავი ფულის გასესხებისას პროცენტის ზრდით იკომპენსირებს, ანუ კლიენტის ხარჯზე. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ დარეზერვების ნორმის ზრდა მოახდინა დოლარებში სესხის გაცემის შესასზღუდად, ანუ მიზანი აკვიატებული ე. წ. ლარიზაციის ხვედრითი წილის გაზრდაა ანუ დოლარიზაციის შემცირება. ლარის გაუფასურების მოსალოდნელი საფრთხის პირობებებში ეს გადაწყვეტილება არის არასწორი. სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა იმიტომ მიიღო, რომ რეზერვების მოცულობამ ოქტომბრის თვეში მკვეთრად იკლო, ამ გზით კი შესაძლებელია მისი შევსება დაახლოებით 350 მილიონი დოლარის ოდენობით. ამ მეთოდით რეზერვების ზრდა ფიქტიურია. ამ სახით ფორმირებული რეზერვები წმინდა რეზერვები არ არის, იგი მხოლოდ ქაღალდზე ალამაზებს სურათს. ეს ფული ეროვნული ბანკის ვალია კომერციული ბანკების მიმართ. პარადოქსი ის არის, რომ გასული წლის ნომებერში ეროვნულმა ბანკმა 25 პროცენტის ნაცვლად 20 პროცენტამდე შეამცირა აღნიშნული ნორმატივი და ამით თავი მოიწონა, რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს გამოვათავისუფლებთ საკრედიტო რესურსების სახით, რითაც ეკონომიკის სტიმულირებასაც მოვახდენთ და სესხზე პროცენტის დაწევასაც შევუწყობთ ხელსო. ამ გადაწყვეტილებას მყისვე გამოეხმაურა მლიქვნელობით განთქნული საქართველოს ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე და მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს ამ ბრძნული გადაწყვეტილების მიღების გამო. ახლა, როცა საპირისპირო რამ მოხდა, პოლიტმლიქვნელებით გატენილი ბიზნესასოციაცია დუმს.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი, ყველას მდგომარეობა ნორმალურია – ჩვენი პროტესტით სათქმელი უნდა ვუთხრათ ადამიანებს, რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი

ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციას, რომელსაც მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს და შემდეგ ამ განცხადებით საზოგადოებას ესაუბრებიან, შანსი ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს – იმედია, მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან

ნიკა ჩერქეზიშვილი – გიორგი გახარიას მიმართ ცალსახად პოლიტიკური ანგარიშსწორება ხდება – რაც შეეხება ოპოზიციას, არ შეიძლება ფრაგმენტირებული და ერთმანეთის მლანძღველი იყოს, რადგან ერთმანეთის გარეშე ამ მონსტრს ვერ დავამარცხებთ