,,თუ ის წიხლებს ურტყამს, ესეც ჩაარტყამს”… – ანზორ ჩუბინიძე ხარებას ძალადობაზე

რას მეუბნებით კაცო – ასე პასუხობს სდსს-ს უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ჟურნალისტებს ხარებას ძალადობრივ ქმედებებსა და აქციის მონაწილეების გინებაზე ხმის გამაძლიერებლიდან. ჩუბინიძე ხარაზიშვილს ასე ამართლებს: “ეხლა, თუ ის [აქციის მონაწილე] წიხლებს ურტყამს, ესეც ჩაარტყამს”.
კითხვაზე, უნდა აგოს თუ არა პასუხი ხარებამ? ჩუბინიძე ამბობს – “მაგისთვის არის სპეციალური ინსტიტუტები და ისინი შეაფასებენ ამ ყველაფერს”, სამაგიეროდ, სდსს-ს უფროსი დამნაშავეს უწოდებს მზია ამაღლობელს: “მზია ამაღლობელმა ჩაიდინა დანაშაული და უნდა აგოს პასუხი” – ამბობს ჩუბინიძე.(მთავარი არხი)

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო