ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, კვირას, 15ივნისს განაცხადა, რომ ირანი არ ცდილობს კონფლიქტის გაფართოებას ისრაელთან და მზად არის შეწყვიტოს სარაკეტო თავდასხმები, თუ ისრაელი აგრესიას შეაჩერებს.
მიუხედავად ამისა, მისივე თქმით, არსებობს „დაცვის ზემდგომი აუცილებლობა“, რის გამოც ირანი დაიცავს თავის ტერიტორიას და სერიოზულ პასუხს გასცემს პროვოკაციებს.
#Iran‘s Foreign Minister (to foreign envoys): We do not seek to expand the war to the region or other countries unless it is imposed on us. We will defend ourselves with strength… If the aggression stops, our reactions will also stop. https://t.co/OttiTo133y pic.twitter.com/NPtA8twqly — Iran Nuances (@IranNuances) June 15, 2025
არაღჩიმ ასევე გააკრიტიკა აშშ, რადგან მისი თქმით, ფიქრობს, რომ ისრაელის თავდასხმები აშშ-ის თანხმობით ხდება. აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული თავდასხმები ირან-აშშ-ისრაელის მოლაპარაკებების ჩაშლას ისახავს მიზნად, რადგან ირანი მზად იყო ომანს მოლაპარაკებები მეექვსე რაუნდისთვის, თუმცა ისრაელის აგრესიამ ეს დიალოგი გააჩერა.
მან საჯაროდ დაგმო ისრაელის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმა და ამას “დაპირისპირების გაფართოების მცდელობა” უწოდა.
დონალდ ტრამპმა ოფიციალურად უარყო აშშ-ის ჩარევა ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმებში ირანის წინააღმდეგ.
13 ივნისს ისრაელმა სპეცოპერაცია „Rising Lion“ დაიწყო და ირანულ სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს მასშტაბურად დაესხა თავს. დაიღუპა რამდენიმე გენერალი და ბირთვული მეცნიერი.
ირანმა საპასუხოდ დრონებით შეუტია ისრაელის ქალაქებს, მათ შორის თელ-ავივისა და ჰაიფას, რის შედეგადაც 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა და 100-ზე მეტი დაშავდა.
