„თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად დახოცავს, რაც მათი ჩვეულებაა, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მოვა. ჩვენ მზად ვართ. ჩვენი შეიარაღება მზადყოფნაშია” – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები დემონსტრაციები ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. ადგილობრივი სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი, ასზე მეტი კი დააპატიმრეს.
აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო დაიწყო. მაღალმა ინფლაციამ პროდუქტის ფასების 60-70%-იანი ზრდა გამოიწვია.




