თუ ინტერესი არსებობს, მზად ვართ ვეტოს ფარგლებში კომუნიკაციისთვის – ანრი ოხანაშვილი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ თუ ინტერესი არსებობს, მზად არიან ვეტოს ფარგლებში კომუნიკაციისთვის. ამის შესახებ მან იურიდიულ კომიტეტზე ე.წ რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, თუ ამის ინტერესი არსებობს, ვეტოს ფარგლებში, ვიდრე ვეტო იქნება წარმოდგენილი, კომუნიკაცია იყოს. იცით, რომ ჩამოდიან მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ჩვენ საკომუნიკაციო სივრცეს ვქმნით. თუ ამის ინტერესი არის საქმიანად და ობიექტურად და თუ ეს იქნება შემდგომ ვეტოში ასახული, ჩვენ ამას განვიხილავთ.
არგუმენტი ზოგადად, რომ ვიღაცის სტიგმატიზება ხდება თურმე, ვიღაცას არ უნდა რეგისტრაცია, ეს არ არის არგუმენტი, ამას სჭირდება ყველაფერს დასაბუთება და თუ იქნება დასაბუთება წარმოდგენილი, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ეს პროცესი გვიჩვენებს, სად შეიძლება პოზიციების დაახლოება.“- განაცხადა ოხანაშვილმა.