თუ ინსპექტირება არ აქვს ლიფტს გავლილი, კანონის მიხედვით ამხანაგობა 500 ლარით ჯარიმდება

დედაქალაქში ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა იზრდება. თბილისში არსებული 11 000 ლიფტიდან სავალდებულო ინსპექტირება გავლილი აქვს მხოლოდ 5047 ლიფტს.
ეს ინფორმაცია BM.GE-ის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მიაწოდა. მათი თქმით, ინსპექტირების გაუვლელობის გამო 2020 წლიდან დღემდე 28 ამხანაგობა დაჯარიმდა.
2013 წლის 10 ივლისის დადგენილებით ლიფტების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამხანაგობამ ყოველ მესამე წელს კერძო ინსპექტირების ორგანოების დახმარებით უნდა ჩაატარონ. თუ ინსპექტირება არ აქვს ლიფტს გავლილი, კანონის მიხედვით ამხანაგობა 500 ლარით ჯარიმდება.
კითხვაზე, თუ რა პერიოდულობით ხორციელდება სააგენტოს მხრიდან ლიფტების შემოწმება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში გვპასუხობენ, რომ სააგენტოს მიერ არაგეგმიური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ლიფტზე მომხდარი ავარიის, უბედური შემთხვევის, საფრთხის შესახებ შეტყობინების, ფორსმაჟორის და სხვა შემთხვევებში.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ