“თუ იმპორტირებულ ხორბალზე დაბალი ფასები იქნება, ადგილობრივი ხორბლის გაყიდვა გაჭირდება”- ასოციაცია

ალოობა 2025 დასასრულს უახლოვდება. სეზონის დასაწყისში ოპტიმისტური პროგნოზების შემდეგ კლიმატურმა პირობებმა ფერმერების ნაწილს მოსავლის ხარისხი გაუფუჭა და როგორც BMG-თან ამბობენ, წელს სასურსათო დანიშნულების მოსავალი წინასწარ ნავარაუდევზე ნაკლები იქნება.
არსებული პროგნოზით წელს საქართველოში 200 ათას ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან. ამ დროისთვის 1 კგ. სასურსათო ქართული ხორბალი 70 თეთრი ღირს, არასასურსათოს ჩაბარების ფასი 60 თეთრია.
მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე bm.ge-სთან ამბობს, რომ ფერმერები ადგილობრივ ბაზარზე ჩასაბარებელი ხორბლის ფასის გაზრდას ელოდებიან და მანამდე წისქვილკომბინატებში პროდუქციას არ აბარებენ. ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, ამ დროისთვის ბაზარზე რუსული ხორბალი იმპორტით შემოდის, რასაც ს მხრიდან ხორბალზე დაწესებული მოსაკრებლის დროებითი შემცირება ხელს უწყობს. მისი თქმით, თუ ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის ფასი არ მოიმატებს დღის წესრიგში სარკისებური გადასახადის შემოღების საჭიროება დადგება.
“კახეთში მოსავლის 80% უკვე დაბინავებულია, დამთავრდა მოსავლის აღება. ქვემო ქართლშიც და შიდა ქართლში მიმდინარეობს და დიდად არ შეიცვლება სურათი, ჩემი ინფორმაციით, მოსავალი შედარებით მეტია, როგორც ვარაუდობთ, 10%-ით მეტი დაახლოებით. რაც შეეხება ხარისხობრივ მაჩვენებელს, ვერ ვიტყვით, რომ ცუდია, იმიტომ, რომ ბევრი ფერმერი ჯერჯერობით თვითონ არ ამოწმებს.
თუ დაბალი ფასები იქნება იმპორტის ნაწილში, რა თქმა უნდა, გაუჭირდება ხორბალს გაყიდვა. ფერმერებს, რა თქმა უნდა, სჭირდებათ სესხების გადახდა, აქვთ ვალდებულებები, სასუქების, ტექნიკის მიმართულებით და გარკვეულ პრობლემას, რა თქმა უნდა, შექმნის. ამას ემატება ის, რომ რუსეთის მხარემ მოხსნა მოსაკრებელი, ძალიან დაბლა დასწია და ფაქტობრივად განულებულია.
სამინისტრომ წლებში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქერზე, ქატოზე და ფქვილზე შემოღებულიყო დროებითი საფასური, რამაც დაარეგულირა, ასე ვთქვათ, ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის ფასები და გადაარჩინა ფერმერები.
შეიძლება ხორბალზეც შემოღებული იქნეს გადასახადი, რაც გადაარჩენდა ადგილობრივ ფერმერებს, ზომიერად იმ პროპორციით, რა პროპორციითაც დასწია რუსეთის მხარემ მოსაკრებლის თანხა”,- ამბობს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე.