თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება – ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, არ იცის თუ ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი.
თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, როგორი პრეზიდენტი იქნებოდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე , ბრეგაძე პასუხობს, რომ ის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება.
„ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
2024 წელს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომიდან 45 დღის განმავლობაში პრეზიდენტის გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შევა 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს, ს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან შესაბამისი პოლიტიკური პარტიები ასახელებენ.