,, თუ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და არ მოგვცემთ ხმას, არ მგონია, რომ ამის გამო ხელისუფლებაში ვინმე ტირილს დაიწყებს” – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი, ,,იმედის” ეთერში აცხადებს:
„თქვენ ვერ დაადებთ ხელს დღეს ვერც ერთ მმართველს ვერც მთავრობაში, ვერც საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელსაც თვითმიზნად ჰქონდეს თვითგვემა. თუ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და არ მოგვცემთ ხმას, არ მგონია, რომ ამის გამო ხელისუფლებაში ვინმე ტირილს დაიწყებს. ჩვენ არ ვართ ჩაბღაუჭებული ხელისუფლებას. თუ აგვირჩევთ, ვიქნებით, თუ არ აგვირჩევთ, არ ვიქნებით. ეს არის ანაბანა იმ დემოკრატიის, რომელზეც გვითხრეს, რომ არ გაქვთო. მათი მთავარი მიზანია, რომ ერი დარჩეს დაუცველი და ხელისუფლებაში მოვიდეს ის, ვინც ზის „ვივამედში“ და რომელსაც როცა ეტყვიან ადექიო – ადგება, ეტყვიან დაწექიო – დაწვება, ეტყვიან იფორთხეო – იფორთხებს, იძახებს ბევრ სისულელეს და გააკეთებს სხვის საქმეს. არ მგონია, რომ ის ერი, რომელმაც ამდენი რამე გამოიარა, თავის მთავრობას დაშორდება, რომელიც მას მსახურად უდგას და საკუთარ თავზე იღებს დარტყმებს“