“თუ თქვენ ამ პოსტს კი­თხუ­ლობთ, ესე იგი…” – ბლოგერი უჩა აბაშიძე ციხიდან პირველ მიმართვას ავრცელებს

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე რამდენიმე თვის წინ დააკავეს, ამ დროის შემდეგ უჩამ ციხიდან პირველი წერილი გამოაქვეყნა, მისი თქმით ის აქტიურობას კვალაც განაგრძობს.

“ჯერ ეს ერთი – გა­ი­ცა­ნით ჩემი “ანო­ნი­მუ­რი“ “პე­ი­ჯი“ Shuashsti/შუ­ა­შის­ტი, მანდ პოს­ტავს დე­და­ჩე­მი ჩემს გა­მოგ­ზავ­ნილ ტექ­სტებს, მისი ცენ­ზუ­რის გავ­ლის შემ­დეგ (ნეტა ამას თუ და­წერს) – უფრო სწო­რედ, მა­ნამ­დე არ­სე­ბობ­და იგი­ვე და­სა­ხე­ლე­ბის პე­ი­ჯი, სა­დაც პოს­ტავ­და, მარა მერე account და­უ­ხა­კეს, პე­ი­ჯი წა­უ­შა­ლეს და ის პოს­ტე­ბი და­ი­კარ­გა, ეს შე­და­რე­ბით ახა­ლი პე­ი­ჯია. გწერ­დით მე ამ პე­იჯ­ზე, გა­ა­ყალ­ბე­ბენ-თქო, და გწერ­დით რო­გორ, მარა კო­მენ­ტა­რე­ბი ნა­ხეთ – ხალ­ხი მე­და­ვე­ბა – სა­დღა ხდე­ბა ეგე­თე­ბიო. სა­დღა და – ეგე.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მე რო აქ, ცი­ხე­ში, რა­მეს დავ­წერ – 6-7 დღე გა­დის – სა­ნამ დე­და­ჩე­მამ­დე მივა და აკ­რეფს, ჰოდა 1 კვი­რით ადრე უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნო ხოლ­მე – რა იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი, 1 კვი­რის მერე.

პლი­უს – სამ­ყა­როს მე ვხე­დავ ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან და “უკან გა­დახ­ვე­ვის“ ფუნ­ქცი­აც არ მაქვს, თუ რამე გა­მომ­რჩე­ბა. ჰოდა ჩემი აზ­რე­ბი, ხში­რად, შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ სცდე­ბო­დეს ნამ­დვილ სამ­ყა­როს (ვინ­მე ამას აუხ­სნის მი­შას? – რო გა­მოდ­გე­ბა და ძაან თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ქა­და­გებს, ხან ადეკ­ვა­ტურს, ხან აც­დე­ნილს…). ნუ პლუს დე­და­ჩე­მი მიგ­ზავ­ნის ხოლ­მე “ფე­ის­ბუქ პოს­ტე­ბის გა­ზეთს“

მოკ­ლედ, თუ ეს პოს­ტი დე­და­ჩემ­მა დადო, ესე იგი ხმის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბა მო­მე­ცა და ესე იგი შე­გიძ­ლი­ათ მომ­წე­როთ და გი­პა­სუ­ხებთ!ანუ – გინ­და კო­მენ­ტა­რე­ბი (აქ, მა­გა­ლი­თად, დასკრი­ნავს და გა­მო­მიგ­ზავ­ნის) – გინ­და პი­რად­ში მომ­წე­რეთ – დასკრი­ნავს გა­მო­მიგ­ზავ­ნის და გინ­და – პი­რად­ში ჰკი­თხეთ დე­და­ჩემს, ფოს­ტის მი­სა­მარ­თი და ქა­ღალ­დის წე­რი­ლი მომ­წე­რეთ! (თუ ან­დროს, ზვი­ადს, ოკ­მე­ლას და სხვებს ასე­თებს არ სწერთ – ძაან სცო­დავთ, ადრე მომ­დი­ო­და ხოლ­მე ასე, უცხო ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა და ძა­ლი­ან მამ­ხნე­ვებ­და!) – მა­ი­ტათ კი­თხვე­ბი, მო­ვი­წე­რე­ბი public ან პი­რად პა­სუ­ხებს. საქ­მეა – ჩემ­თვის.

ვერ და არ ვუ­პა­სუ­ხებ, მხო­ლოდ, კი­თხვებს საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე. ნუ ტრე­ფი­კინ­გი და შან­ტა­ჟი/მუ­ქა­რა რომ ტყუ­ი­ლე­ბია გეს­მით იმე­დია. მა­გას არც მე­და­ვე­ბი­ან. რო­დის­მე, აქე­დან რომ გა­მო­ვალ – გი­პა­სუ­ხებთ რა შე­კე­რეს და რა გა­მო­ა­ცხვეს. მაგ­რამ მხო­ლოდ მას მერე – რაც სა­მარ­თლის – სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ბა, შერ­ჩე­ვი­თი აღარ იქ­ნე­ბა, დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ელს, ომო­ნე­ლებს, პრო­კუ­რო­რებს და მო­სა­მარ­თლე­ებს – დავ­სჯით და აი მერე – მე ვალი მაქვს პა­სუ­ხე­ბი გაგ­ცეთ. მა­ნამ­დე უნდა მენ­დოთ – რომ ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, უდა­ვოდ, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ქა­ო­სია, და მაგ ქა­ოს­ში მე და მა­რი­ამს გვე­და­ვე­ბი­ან რა­ღაც შტე­რულ გა­დაც­დო­მას. მა­ნამ­დე – გი­ყუ­რებთ, ტე­ლე­ვი­ზო­რით, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე, გან­ვიც­დი, ვნერ­ვი­უ­ლობ და ის გრძნო­ბა მაქვს – შენი კლა­სი რო ექ­სპე­დი­ცი­ი­დან ფო­ტო­ებს პოს­ტავს, შენ კიდე ავად ხარ, არ გა­გიშ­ვეს და ლო­გი­ნი­დან უყუ­რებ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ოკ­მე­ლაც მა­სეა (ვიკ­ვე­თე­ბით ხოლ­მე დე­რე­ფან­ში. მე და ოკ­მე­ლა გუნ­დე­ლე­ბი ვართ, წლე­ბი ვთა­მა­შობ­დით რაგბს ერ­თად) და ღო­ბის ბი­ჭე­ბიც.

თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ან­დროს და სხვა ახ­ლებს უფრო უჭირთ – პირ­ვე­ლი 3 თვე ყვე­ლა­ზე მძი­მეა აქ რა, მერე ეჩ­ვე­ვი და აღარც გახ­სოვს, რო­გო­რია “გა­რეთ“. მა­ნამ­დე ძა­ლი­ან გჭამს შიგ­ნი­დან ეს შე­ბო­ჭი­ლი “გდე­ბა“ და ვე­რაფ­რის კე­თე­ბა. მი­თუ­მე­ტეს – როცა ვინც შენ და­გა­ტყვე­ვა, ნამ­დვი­ლი მო­ძა­ლა­დე კა­ნონ­დამ­რღვე­ვე­ბი თვი­თონ არი­ან, ოფი­ცი­ა­ლუ­რად “ჰა­მა­სის ტყვედ“ გრძნობ თავს. მოკ­ლედ, ამ ბი­ჭებს ახლა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ თქვე­ნი გამ­ხნე­ვე­ბა. ყვე­ლა თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მათ ძა­ლას მა­ტებს – trust me.

მოკ­ლედ, თუ ეს პოს­ტი და­ი­დო, აწი ვარ­სე­ბობ ანუ – შე­გა­წუ­ხებთ ხოლ­მე,“ – წერს უჩა აბა­ში­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ტრადიციებისა და მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ მიმართულმა აქტიურმა და კოორდინირებულმა შემოტევამ ყველას დაგვანახა, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან ქარტეხილს გავდივართ – ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები

პია კაუმას ვიზიტის გადადება არის ცუდი, თუმცა გაცილებით ცუდია ომი, არასტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია, დაკარგული ტერიტორიები და ის უბედურება, რაც შეიძლება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებამ მოიტანოს