თუ ზურაბიშვილი შეწყალებასთან დაკავშირებით ნაბიჯს გადადგამს, იქნება გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილი წარმოადგენს – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ნაბიჯს გადადგამს, ის იქნება პირდაპირი გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილი წარმოადგენს.
კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად არაერთი ოჯახი გააუბედურა და 9 წლის განმავლობაში ქვეყანა რეპრესიების ქვეშ ამყოფა.
“იმხელა უბედურება მოუტანა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, იმხელა რეპრესიები და იმდენი გაუბედურებული ოჯახი იყო. ამ ყველაფრის შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად. თუ სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფერს გააკეთებს და გადადგამს ნაბიჯს შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება პირდაპირ გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილი წარმოადგენს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ