“თუ ზრუნავს ოლიმპიელებზე, გაიკრას ჯიბეზე ხელი” – რომან გოცირიძე

დეპუტატი, :
იმ “ბრძენმა კაცმა” ფეხბურთელებს 30 მილიონი ლარი რომ აჩუქა, ოლიმპიელებისთვის თუნდაც ერთი მილიონი ლარი რატომ დაენანა? როგორც ჩანს, საარჩევნო პროპაგანდისათვის მასობრივი სპორტი მისთვის უფრო ფასეული აღმოჩნდა. თანაც, ბიუჯეტის ხარჯზეც მშვენივრად ეწევა პიარს მთავრობა.
უნდა მორჩეს ეს ზღვარგადასული და ფარისევლური პრეზენტაციები და აღნიშვნები და ამ ხალხის წინასაარჩევნოდ ექსპლუატაცია. თურმე ღირსების ორდენი რა მოსატანი ყოფილა და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოებისაკენ მოუწოდებს მთავრობა პრეზიდენტს. თანაც ამაში ის ქვეტექსტიცაა, ხომ ხედავთ, ბიძინა როგორ ზრუნავს და სალომე როგორ არაო. თუ ზრუნავს, გაიკრას ჯიბეზე ხელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”