თუ ვინმე წარმოადგენს ამნისტიის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო

თუ ვინმე წარმოადგენს ამნისტიის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო
თუ ვინმე წარმოადგენს ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და თან არ გააუარესებს ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ის თავად იყო ჩართული ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებაში და კანონპროექტის მთავარი ამოცანა იყო დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება.
„ამნისტიის კანონში აისახება ხოლმე ნებისმიერ ქვეყანაში პარლამენტის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი. პარლამენტიო როგორ ჩათვლის მიზანშეწონილად ამა თუ იმ მუხლის მიმართ ამნისტიის შეფარდება იმის მიხედვით მიიღება კანონი. ამ შემთხვევაში, მეც ვიყავი პირადად ჩართული ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიგვეღო. ერთი მხრივ, მაქსიმალურად განგვეტვირთა ციხეები ისე, რომ ამას არ გაეუარესებინა კრიმინოგენური ვითარება. თუ ვინმე წარმოადგენს ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და თან არ გააუარესებს ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება, ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა