“თუ ვინმე გეცნობათ, შემატყობინეთ, წავალ მათ სახლებში და…” – აშშ-ში მერაბ დვალიშვილი გაძარცვეს [VIDEO]

აშშ-ში ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის ავტომობილი გაძარცვეს. ამის შესახებ სპორტსმენმა ინფორმაცია და ვიდეო თავად სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
“შენი სახლი უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს. გუშინ ავტომობილის კარი არ ჩავკეტე და ზოგიერთი “ლუზერი” ჩემს უბანში მანქანის კარებს ამოწმებდა.
ჯერ საფულე მომპარეს, შემდეგ კი დაბრუნდნენ და უნდოდათ, რომ ავტომობილიც მოეპარათ, მაგრამ მეზობელმა დაუყვირა და მშიშრებივით გაიქცნენ!
ვეგასელო ხალხო, თუ ვინმე გეცნობათ ამ ფოტოებსა და ვიდეოებში, შემატყობინეთ, მივალ მათ სახლებში და საქმეს მივხედავ”, – წერს დვალიშვილი სოციალურ ქსელში.