თუ ვინმეს უნდა, საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ მინიმუმ გამჭვირვალედ, ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში

თუ ვინმეს უნდა, საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ მინიმუმ გამჭვირვალედ, ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში
„ფარას“ კანონი ამოქმედდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს დაცული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმეს უნდა საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, ეს ყველაფერი გააკეთონ გამჭვირვალედ და სწორედ ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია კანონში – „გამჭვირვალობის შესახებ“.
„ჩვენ ვნახეთ გასული 4 წლის განმავლობაში, გარე დაფინანსებით, საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, რაც პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო სუვერენიტეტს. ბუნებრივია, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი კანონმდებლობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ სრული დატვირთვით ამოქმედების თაობაზე, რასაც ალტერნატივა არ აქვს. თუ ვინმეს უნდა გარედან საქართველოში აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ, მინიმუმ, გამჭვირვალედ, ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია კანონში – „გამჭვირვალობის შესახებ“,“- აღნიშნა პრემიერმა.
Previous: როდესაც გერმანიის ელჩ ფიშერთან მივიდნენ ადამიანები, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული და ამავე დროს, მათი დაფინანსებით ხდება არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ მარიამ ლაშხთან მივარდნის გამართლება, ეს არის ორმაგი სტანდარტი, დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები