“თუ ვინმემ ჩაშალა ერთობაზე მოლაპარაკებები, ეს არის ის, ვინც ვერ და არ უერთდება ერთობის მანიფესტს” – გიორგი კაპანაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი კაპანაძე არ ეთანხმება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, კობა ნაყოფიას, რომლმაც განაცხადა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიგნით დაპირისპირების მოგვარებისა და გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჩაშალა.
კაპანაძის თქმით, მოლაპარაკებები ჩაშალეს მათ, ვინც პარტიის “ერთობის მანიფესტს” არ შეუერთდა.
“მხოლოდ ლევანმა კი არა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი მიუხედავად იმისა, რა პოზიცია გვიჭირავს ახლა. მე ვერ დავეთანხმები კობა ნაყოფიას – თუ ვინმემ ჩაშალა ერთობაზე მოლაპარაკებები, ეს არის ის, ვინც ვერ და არ უერთდება ერთობის მანიფესტს, პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდების, თხოვნის და ასეთი გზავნილის მიუხედავად. ეს არის გამოსავალი, ერთობის მანიფესტზე მიერთება არის ერთობისაკენ გადადგმული ნაბიჯი. შენ გინდა ერთობა? გინდა ბრძოლის გაგრძელება ამ პარტიასთან ერთად? გინდა საქართველოს გამარჯვება და შენი წვლილის შეტანა ამ პარტიიდან? მაშინ არის ერთობის მანიფესტი და შეგიძლია შემოუერთდე,”- აცხადებს გიორგი კაპანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში