“თუ ვინმემ იცის ნიკას ხასიათი, პირველ რიგში თეა წულუკიანია” – რას ამბობს ანზორ მელია წულუკიანზე და ივანიშვილზე

კოალიცია ცვლილებების წევრის, ს მამა, ექიმი, ანზორ მელია სასამართლოსთან დგას, თუმცა, პროცესზე შესვლას არ აპირებს, რადგან შვილმა მისი ცრემლი არ დაინახოს. იგი ტვ პირველთან ამბობს:
ნიკა ვერ იტანს ჩემს შეწუხებულ სახეს და მაგიტომ არ შევდივარ. უცებ მოგვამზადა მშობლები, მოამზადა მისი პატარა ბიჭი, რომელმაც ისე ვაჟკაცურად მიიღო, გავოცდი, თქვა უბრალოდ, რა იქნებოდა პირველში დაეჭირათო, რატო-მეთქი? ფეხბურთისთვის უნდა გვეყურებინა ერთად ოფისშიო. მე ვუთხარი წაგიყვან-თქო და მითხრა, ნიკასთან ერთად მინდოდა, თორემ, ოფისი ისე რა ჭირად მინდაო… მე ასეთი განერვიულებული ნიკას მეუღლე არ მინახავს, როგოროც გუშინ იყო, მაგრამ გავძლებთ, ოჯახს არაფერს მოვაკლებ. ერთად ვიქნებით, ოჯახს არაფერს მოვაკლებ, გვერდით დავუდგები, სანდრო ძალიან კარგი ბიჭია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მამის ციხეში ყოფნა არ დავატყო ოჯახს. თუ ვინმემ იცის ნიკას ხასიათი, პირველ რიგში ა, რომელთან ერთადაც მუშაობდა, წულუკიანი იყო მისი დამცველი იმ პერიოდში, არ უნდა გაეკეთებიათ ეს, ნიკა გამქცევი არ იყო, ნიკა აცხადებდა, რომ ამ სასამართლო პროცესზე არ მიდის იმიტომ, რომ არ უნდოდა ხალხი შეეწუხებია. არ უნდა გაეკეთებიათ ეს, ამითი თვითონ მოიჭრეს თავი, ვისაც არ უნდოდა აქციაზე გასვლა, ისინიც გამოვლენ აწი, ნახავთ. შტურმით რომ აიღეს ნაციონალური მორაობის ოფისი, მაშინ მკვდარი ვიყავი, სამი დღე ფეხზე ვერ ვდგებოდი, ახლა მორალურად მოგვამზადა, ისეთი ძლიერი პიროვნებაა. ამდენი წლის ექიმი ვარ, განა არ შემეძლო დამეფარა გირაო? ამიკრძალა. დღესაც მოვიდნენ პაციენტები, შემომთავაზეს დახმარება. მე ჩემს შვილს ბოდიში მოვუხადე და ახლაც ვუხდი, გული ვატკინე ძალიან 2012 წელს, როდესაც ივანიშვილის გამო წავიჩხუბეთ ძალიან სერიოზულად. ივანიშვილს უნდა დიდხანს ყოფნა იმ ადგილზე სადაც არის, შეცვალოს პოლიტიკა, ევროკავშირი, ამერიკა რასაც ითხოვს, ის შეასრულოს, ეს პატიმრები, 20–21 წლის ბიჭები გაათავისუფლოს, დანიშნოს, ოღონდ ნორმალური და იყოს რა, მე რას მიშლის ვინ იქნება მთავრობაში, მთავარია, ხალხი იყოს კმაყოფილი, დაძაბულობა არ იყოს და ერთმანეთი გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ.