“თუ ვიზა აქვს, მე დავუფინანსებ მგზავრობას შტატებში და გაფრინდეს, ვნახოთ, სანქცირებულია თუ არა” – კუპრაძე

“ლელოს” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ “საჯარო პოლიტიკაში” სუსის უფროსის განცხადებას უპასუხა და თქვა:
მე არ გამკვირვებია ეს განცხადება. სავარაუდოდ, ლილუაშვილი წინასწარ არ გააფრთხილეს, რა უნდა ელაპარაკა. გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დავალებას, მიუხედავად იმისა, რომ მას ეშინია სანქციების, ის იქნება სანქცირებული, თუ უკვე არ არის. მე ვფიქრობ, რომ ის უკვე სანქცირებულია. თუ ვიზა აქვს ლილუაშვილს, მე დავუფინანსებ მას მგზავრობას შტატებში და გაფრინდეს, ვნახოთ სანქცირებულია თუ არა. ის ცდილობს რომ პოლიტიკურად გადარჩეს. და სწორედ ამას უკავშირდებოდა მისი განცხადება, რომ არანაირი საფუძველი არ არის გამოძიების დაწყების. ეს ხომ ისედაც ვიცოდით, იმიტომ, რომ რასაც ამბობს, არის ტყუილი , რომლის მიზანიც არის ადამიანების გონებაზე ზემოქმედება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე