თუ ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, ის ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს, რადიკალიზმით არ იყოს დაკავებული და უკანონოდ არ კეტავდეს ქუჩას

თუ ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, ის ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს, რადიკალიზმით არ იყოს დაკავებული და უკანონოდ არ კეტავდეს ქუჩას
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.
ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ თუ სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, ის რადიკალიზმით არ უნდა იყოს სავსე და ქუჩას უკანონოდ არ უნდა კეტავდეს, არამედ, ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს. “ტელეკომპანია “ფორმულამ” განცხადება გაავრცელა ვახო სანაიას დაკავების შემდეგ. განცხადებაში წერია – “სანაია მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანია და ახლა ის ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს”… მე კი, ჩემი მხრივ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ თუ ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, ის ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს და არა რადიკალიზმით იყოს დაკავებული. ეთერისთვის ემზადებოდეს და არა უკანონოდ კეტავდეს ქუჩას!” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა