“თუ ექნება შესაბამისი ფორმატი, ვითანამშრომლებთ” – სამადაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე

ლელოს წევრი, პრეზიდენტ ს ინიციატივას ეხმაურება მომავლის ქარტიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც ერთობის პლატფორმა ევროპისთვის ერქმევა.
სამადაშვილის თქმით, პარტია ლელო ყოველთვის ითანამშრომლებს ყველა იმ პლატფორმასთან, რაც ევროპულ დღის წესრიგს შეეხება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თუ ზურაბიშვილს “შესაბამისი ფორმატი ექნება”, ამ შემთხვევაში, ლელო მასთან ითანამშრომლებს.
“ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობდით ყველა პლატფორმაში, რაც შეეხება ევროპულ დღის წესრიგს, იმიტომ, რომ ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი უნდა აღსრულდეს. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის ნაწილი. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტს თუ ექნება შესაბამისი ფორმატი, ჩვენ როგორც ვთანამშრომლობდით, ასევე ვაპირებთ გაგრძელებას ამ მიმართულებით თანამშრომლობის, ჩვენი ხედვის და ჩვენი რესურსების შეთავაზების”, – თქვა სამადაშვილმა.