„თუ ეს ომი დაიწყო, ეჭვი არავის შეეპაროს, ირანი საქართველოს ტერიტორიას გამოიყენებს ლოჯისტიკისთვის და პერსპექტივაში, ნატო–ს რაკეტების სამიზნე გავხდებით“ – რას გვიყვება სოსო ცინცაძე

„თუ ეს ომი დაიწყო, ეჭვი არავის შეეპაროს, ირანი საქართველოს ტერიტორიას გამოიყენებს ლოჯისტიკისთვის და პერსპექტივაში, ნატო–ს რაკეტების სამიზნე გავხდებით“ – რას გვიყვება სოსო ცინცაძე
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე.
– ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე, თეირანში პრემიერ ირაკლი კობახიძის ჩასვლაზე რას იტყვით?
– ეს იყო კატასტროფა! პრემიერი იქ არ უნდა ჩასულიყო. შეეძლოთ ნებისმიერი მინისტრი ან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაეგზავნათ და ამით ირანისთვის არაფერი შეიცვლებოდა. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს შეგნებულად გააკეთა, ამერიკის და ევროკავშირის გასაღიზიანებლად. ამით ც გააღიზიანეს, რომელთანაც, ჯერჯერობით, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ნახე, რა ხდება – ევროკავშირსა და ამერიკას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს მიჩნეული „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და „თალიბანი“, , ჩვენი ქვეყნის პირველი პირი კი მათ გვერდში იდგა. „თალიბანი“ კიდევ სხვა პრობლემაა. 2001 წლის 11 სექტემბერი, ამერიკას „ალ–ქაიდამ“ და ბინ ლადენმა მოუწყეს. ბინ ლადენის სიკვდილის მერე, „ალ–ქაიდა“ „თალიბანის“ რიგებში შევიდა. იქ არიან ის ხალხი, ვინც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი ტერაქტი მოაწყო, ათასობით უდანაშაულო ამერიკელი მოკლა და კობახიძე ამ ტერაქტის ორგანიზატორთა გვერდით იდგა. თან, ეს სამივე ორგანიზაცია, ამერიკას ყოველდღე ახალი ტერაქტებით ემუქრებიან. ამას ხედავს და იმახსოვრებს ამერიკა, ამერიკელი ხალხი და ამერიკის ყველა ხელისუფლება, ვინც დღეს არის და ვინც მომავალში მოვა. ეს იყო ჩვენი ხელისუფლების მიერ ამერიკის შეურაცხყოფაც და გამოწვევაც. ისრაელში ეს ბოლო და სისხლიანი ტერაქტი ღაზას სექტორში, „ჰამასმა“ მოაწყო. „ჰამასის“ ტერორისტები კი ირანის სამხედრო ბაზებზე მოამზადეს ამ ტერაქტისთვის, ფულიც ირანმა დახარჯა და იარაღიც ირანული და რუსული იყო. „ჰამასის“ გარდა „ჰეზბოლა“ ბომბავს ისრაელს. „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერების გვერდითაც ხომ იდგა ჩვენი პრემიერი და ესე უკვე გამოწვევა და შეურაცხყოფა იყო ისრაელის სახელმწიფოსთთვის და დამიჯერე, ებრაელებს უფრო ხანგრძლივი მეხსიერება აქვთ, ვიდრე ამერიკელებს. ამერიკაც და ისრაელიც, მოვა დრო და ამას ძალიან ცუდად გაგვიხსენებენ. ბოლოს და ბოლოს, ბელარუსის პრეზიდენტი, ლუკაშენკო, ს პრეზიდენტი პუტინი არ ჩასულან დაკრძალვაზე. ორივემ მეორე პირები გაგზავნა. გარდა მაგისა, აქ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია. ახლო მომავალში, შესაძლოა, ამერიკამ დაარტყას ირანს, შესაძლოა, ნატო–ც ჩაერთოს ამ ომში. ჩვენ ირანის პარტნიორები ვხდებით რუსეთთან და ერთად და ამერიკას და ნატო–ს ვშორდებით. თუ ეს ომი დაიწყო, ეჭვი არავის შეეპაროს, ირანი საქართველოს ტერიტორიას გამოიყენებს ლოჯისტიკისთვის. რუსეთი უზრუნველყოფს ამას ირანისთვის. ამით კი ომში ვიქნებით ჩართულები ირანის მხარეს და ამერიკის ან ნატოს წინააღმდეგ. ეს ხელისუფლება ნეიტრალიტეტს გვპირდებოდა და სად არის აქ ნეიტრალიტეტი? მერე უკვე, გამორიცხული არ არის, საქართველო დაბომბონ, რათა ირანს გაუნადგურონ ლოჯისტიკური ცენტრები. რატომ აკეთებს ეს ხელისუფლება ყველაფერს, რომ ცივილიზებულ სამყაროს მოვწყდეთ, ამერიკა და ევროპა დავიპირისპიროთ და პერსპექტივაში, ნატო–ს რაკეტების სამიზნე გავხდეთ? კარგი იქნება, ვინმემ ხელისუფლებიდან ამ კითხვებზე გვიპასუხოს. ამის მერე გაიძახიან. ამერიკა და ევროპა თუ ჩვენი მეგობრები არიან, არც უნდა დაგვასანქცირონ და სხვა შეზღუდვები არ უნდა დაგვიწესონო. რატომ სთხოვ მეგობრობას იმ ქვეყნებს, რომელთა მტებსაც ემეგობრები? შენც ისე მოგექცევა, როგორ მტერს.
– ხელისუფლების მომხრეები იმედოვნებენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი გახდება, რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობები დალაგდება და ჩვენც ორივესთან ნორმალური ურთიერთობა გვექნება. ამერიკის გავლენიდან გამომდინარე, ევროკავშირთანაც.
– ამათ ერთდროულად ბევრი კურდღლის დაჭერა მოუნდომებიათ და მეეჭვება, ეს შესძლონ. 31 მაისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ რამდენიმე საქმეში დამნაშავედ სცნო ტრამპი და მოსამართლე განაჩენს 11 ივნისს გამოუტანს, ან გაამართლებს, ან არა. შესაძლოა, ტრამპს პატიმრობა მიუსაჯონ, შესაძლოა, პირობითი სასჯელი და დასრულდება ამით მისი პოლიტიკური კარიერა, რადგან ნასამართლევი პრეზიდენტად ამერიკელებს არც აურჩევიათ, არც აირჩევენ. აქ თუ გამართლდა ტრამპი, წინ კიდევ 3 სასამრთლო პროცესი აქვს და არჩევნებამე დადგება მათზე განაჩენი. ტრამპი დიდ შარშია. ამ ყველაფრის გამო, „რესბუბლიკურ“ პარტიაში ისე აქვს საქმე ტრამპს, რომ დიდი ალბათობით, სასამართლოებს მოიგებს თუ წააგებს, ის აღარ იქნება ამ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. არც უნდა იყოს „დემოკრატების“ კანდიდატი, მისი რეიტინგიც დაეცა და ტრამპისაც. სავარაუდოდ, ახალი კანდიდატები შეეჯიბრებიან საპრეზიდენტო მარათონში 5 ნოემბერს. მოდით, დავუშვათ და ტრამპი გახდა პრეზიდენტი, სად არის გარანტია, რომ რუსეთთან დაალაგებს ურთიერთობას? 4 წელი იყო ტრამპი პრეზიდენტი და რატომ არ დაალაგა? მარტო მისი გადასაწყეტი არ არის ეს დალაგება, იქ არის სენატის ორი პალატა, თავდაცვის სამინისტრო, დაზვერვის სამსახურები, საგარეო საქმეთა სამინისტრო და „რესპუბლიკური“ პარტია, ამათ რჩევებს უნდა მიჰყვეს. თუ პრეზიდენტი გახდა ტრამპი, 4 წელი იქნება პრეზიდენტი კიდევ და მორჩა, მესამე ვადით ვეღარ იყრის კენჭს. ამ 4 წელიწადში ძალიან მეეჭვება რუსეთთან რამე დალაგდეს, თან იმ ფონზე, რომ კონგრესში „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ საერთო ენა გამონახეს და უკრაინის სამხედრო დახმარების სახით 61 მილიარდი გამოუყვეს. ტრამპის პარტია რუსეთ–უკრაინის ომის გაგრძელების მომხრეა და მეეჭვება, პრეზიდენტის რანგში, ტრამპმა აზრი შეაცვლევინოს თანაპარტიელს კონგრესმენებს.

ასევე დაგაინტერესებთ