“ბიბლუს ჯგუფის” მიერ საახალწლო ფესტივალის გაუქმების მიზეზებზე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი გაგნიძე, BMG-სთან საუბრობს. მისი თქმით, ფესტივალი, რომელიც დეკემბერში Expo Georgia-ში უნდა ჩატარებულიყო, მასშტაბური ხასიათისაა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და განწყობები კი ფესტივალის ჩატარების შესაძლებლობას არ იძლევა.
“იცით რა მდგომარეობაცაა ქალაქში, ეს ყველაფერი არა მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, არამედ ეკონომიკასა და განწყობებზეც აისახება. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს განწყობები და მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩავატაროთ ღონისძიება, რომელსაც განსაკუთრებული მასშტაბები აქვს”, – ამბობს ირაკლი გაგნიძე.
