თუ ეს კანონი იქნება ისე მიღებული, როგორც ახლაა, გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას – გერმანიის ელჩი

“ეს კანონი თუ იქნება მიღებული ისე, როგორც ახლაა, გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას,” – ამ განცხადებას გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აკეთებს.
გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი დეკემბერში ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებისას – როცა ქვეყნებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით.
გერმანიის ელჩი ამბობს, რომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია და კანონი, რომელიც “ოცნებამ” მიიღო სტანდარტებს სცდება.
ეს დინამიკური პროცესია, ალბათ, წაიკითხეთ განცხადება, რომელიც გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთობლივად გამოაქვეყნეს და რომელიც უკავშირდებოდა მიღებულ კანონს. საქართველომ უკვე გადაუხვია ევროპულ გზას. არსებობს სტანდარტები, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი სტანდარტს მიღმაა. რაც შეეხება ევროკომისიის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას. ეს კანონი თუ იქნება მიღებული ისე, როგორც ახლაა, გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას. თქვენ უნდა იყოთ სტანდარტთან შესაბამისი, თუ არადა წინ ვერ წახვალთ,” – ამბობს გერმანიის ელჩი საქართველოში.
გერმანია და საფრანგეთი, ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოში შექმნილი სიტუაციით, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას და ავრცელებენ. ორი ქვეყნის ლიდერი საგანგებო განცხადებაში წერს, რომ საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, თუმცა წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
ტვპირველი