თუ ეს არ შეჩერდა, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მივა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი მოუწოდებს პოლიციას აღკვეთოს ნიღბიანი ე.წ ტიტუშკების მიერ ხალხის ცემა და სწრაფოდ მისცენ პასუხისგებაში.
მისი თქმით, თუ ეს, რაც ახლა ქუჩებში ხდება, დაუყოვნებლივბ არ შეჩერდა, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მივა .
“ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და ტვ პირველის ჟურნალისტებს,” – წერს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება.
ლევან იოსელიანი სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.