მიმდინარე წლიდან რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ დაიწყო ჯარიმების დაწესება იმ ტურისტებზე, რომლებიც ქცევის წესებს დაარღვევენ.
BBC-ის მიხედვით, „ცუდ ქცევაში“ იგულისხმება, მაგალითად: საცურაო კოსტიუმით არასათანადო ადგილას გადაადგილება / ყოფნა; საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მოხმარება; ნაგვის დაყრა; ზედმეტი ხმაური; ელექტრო სკუტერის დაუდევრად გამოყენება და ა.შ.
გთავაზობთ ჯარიმების სახეობებსა და მათზე დაწესებულ ფულად სანქციებს, ევროპის ქალაქების მიხედვით:
90 ევრო – პლაჟებსა და სათამაშო მოედნებზე მოწევა – საფრანგეთი;
300 ევრო – ჩუსტებით, შიშველი ფეხებით ან სანდლებით ავტომობილის მართვა – საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია;
· 350 ევრო – არხში ცურვა – ვენეცია;
· 500 ევრო – ავიაკომპანია Ryanair-ისგან ჯარიმა, ვინც მგზავრობისას დისკომფორტს შექმნის;
· 750 ევრო – უპატივცემულოდ ჩაცმულობა, ნაგვის დაყრა, ზედმეტი ხმაური, ელექტრო სკუტერის დაუდევრად გამოყენება – მალაგა;
· 1 000 ევრო – პლაჟიდან ნიჟარების ან კენჭების გატანა – საბერძნეთი;
· 1 500 ევრო – პლაჟის მიღმა საცურაო კოსტიუმით ან ბიკინით გადაადგილება – ბარსელონა, ალბუფეირა, სპლიტი, სორენტო, კანი, ვენეცია;
· 2 500 ევრო – შეუფერებელი ფეხსაცმლით სიარული – ჩინკვე-ტერე;
· 3 000 ევრო – საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მოხმარება – მალიორკა, იბიცა, მაგალუფი, კანარის კუნძულები.
BBC-ისვე მიხედვით, ჯარიმების მიზანია, ადგილობრივ მოსახლეობას მაქსიმალურად ნაკლები დისკომფორტი ჰქონდეს, ასევე, ტურისტები ქალაქის / ქვეყნის იერსახესა და გარემოს მოუფრთხილდნენ.
