“საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ ევროპელი ტურისტის შემოდინება ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სწორედ დასავლელი ტურისტის მოთხოვნები განაპირობებს ქვეყანაში მომსახურების ხარისხის ზრდასა და ღირსშესანიშნაობების განვითარება-მოფრთხილებას”, – ამის შესახებ თაბაგარმა BMG-ზე “ანალიტიკას” ეთერში, საქართველოსთვის EU-სთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების პოტენციური საფრთხის შეფასებისას ისაუბრა.
“ჩვენი 25-წლიანი დაკვირვებით, საითაც არ უნდა გავიხედოთ და როგორი კვლევაც არ უნდა ჩავატაროთ, ზუსტად ევროპა არის ის, რაც საქართველოს სჭირდება. ტურიზმი არ არის მხოლოდ ბიზნესი და ფულის შემოდინება ქვეყანაში, ეს არის კულტურის გაზიარება, მაღალი ხარისხის მოთხოვნა და განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები.
