თუ ევროკავშირთან შეუსაბამო იქნება, შეზღუდვებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს – ო’ბრაიენი “აგენტების კანონზე”

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში ვიზიტის დროს, პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ე.წ. აგენტების კანონის მიღებას და თქვა, რომ თუკი ის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს.
“თუკი ეს კანონი დარჩება ისეთად, რომ არ იქნება ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში, გაგრძელდება ამგვარი ტიპის რიტორიკა აშშ-ს და ჩვენი პარტნიორების მიმართ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სახიფათო და სარისკო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის”, – აცხადებს ო’ბრაიენი და ჰყვება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ამ ეტაპზე საქართველოსთვის გამოყო 390 მილიონი დოლარი, საიდანაც ნაწილი მოხმარდება სამხედრო, თავდაცვის საკითხებს, ნაწილი ეკონომიკას, ინსტიტუციების მშენებლობას, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
“ეს დახმარება უკვე დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუკი შეიცვლება სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ მოაზრებული იქნება მოწინააღმდეგედ და არა მოკავშირედ”, – აცხადებს ის და აგრძელებს:
“თუკი [აგენტების] კანონი არ შეიცვლება ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, ძირი გამოეთხრება დემოკრატიას აქ და ძალადობა იქნება მშვიდობიან მომიტინგეებზე, მაშინ აშშ-ის მხრიდან იქნება ფინანსური და მოგზაურობის შეზღუდვა მათზე, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე და, ასევე მათ ოჯახებზე. მე ამას ვამბობ არა იმისთვის, რომ ეს მინდა მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. იმედი გვაქვს ეს გზა დაიწყება დღეს და გაგრძელდება”.
ჯიმ ო’ბრაიენმა, საქართველოში ვიზიტისას პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი სთან გამართა. ჯიმ ო’ბრაიენი მთავრობის ადმინისტრაციაში 14 მაისს, დღის 12:00 საათისთვის მივიდა და შენობა 15:00-ის წუთებზე დატოვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ამ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში ც ესწრებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ჯიმ ო’ბრაიენი ასევე შევხდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.
საქართველოს პარლამენტმა “რუსულ კანონად” წოდებული სადავო კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს მიიღო – მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
“აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება – საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.

ასევე დაგაინტერესებთ