თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება – საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?

თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება – საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ბულგარეთი დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრას ბულგარეთის ნაკრები ძალიან მძიმე მდგომარეობაში და კრიზისში ხვდება.
გუნდს ბოლო 3 წელში მხოლოდ 3 გამარჯვება აქვს, 2025 წელს კი არცერთ მეტოქესთან არ უმძლავრია. ადგილობრივი Match Telegraph იტყობინება, რომ თუ დღეს ალექსანდრ დიმიტროვის ხელმძღვანელობით ბულგარელები კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, დიმიტროვი ანტი-რეკორდით კრასიმირ ბალაკოვს გაუთანაბრდება.
ბალაკოვის დროს 2019 წელს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარელებმა საწყისი 4 მატჩი დათმეს და მხოლოდ მეხუთე შეხვედრაში აიღეს ქულა მონტენეგროსთან, თუმცა ბალაკოვი მაინც დაითხოვეს.
Match Telegraph გვამცნობს იმასაც, რომ დიმიტროვიც მსგავს ბედშია და თუ დღეს საქართველოსთან დამარცხდება, მას გაათავისუფლებენ და სავარაუდოდ, პოსტზე ლიუბოსლავ პენევს დანიშნავენ.
საინტერესოა, რომ ამ შესარჩევ ციკლში საქართველომ ბულგარელთა ერთი მწვრთნელი უკვე იმსხვერპლა. 7 სექტემბერს თბილისში (0:3) მარცხის შემდეგ დაკავებული პოსტიდან ილიან ილიევი გაუშვეს.
კიდევ ერთიც… არსებობს ისტორიაში მეორედ შანსი, რომ ბულგარეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველა შეხვედრა დათმოს და ქულაც ვერ აიღოს. ჩვენს დღევანდელ მეტოქეს ეს 1934 წელს დაემართა, თუმცა მაშინ მხოლოდ 3 მატჩი ტარდებოდა…
საქართველოს ნაკრების მეტოქეს მწვრთნელი შეეცვალა