ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რობერტო დე ძერბისთან ერთად “ტოტენჰემს” მომავალ სეზონში მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს და ეს “ფულჰემის” ამჟამინდელი თავკაცი 48 წლის პორტუგალიელი მარკო სილვაა.
“დეზების” მთავარი საზრუნავი ახლა პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და ეს ძალიან რთული იქნება, რადგან კლუბი გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.
რამდენიმე დღის წინ სპორტულ მედიაში დაიწერა, რომ დე ძერბიმ “სპურსს” ინგლისურ ელიტაში დარჩენის შემთხვევაში, მომდევნო სეზონში კლუბის ჩაბარებაზე თანხმობა განუცხადა.
რაც შეეხება მარკო სილვას, ის ინგლისურ ფეხბურთში დიდი ხანია მუშაობს. პორტუგალიელმა 2017 წელს “ჰალი” ჩაიბარა, რის შემდეგაც “უოტფორდსა” და “ევერტონშიც” იმუშავა, 2021 წლიდან კი “ფულჰემს” მოძღვრავს.